საცივი

საცივი საახალწლო სუფრის ერთ-ერთი მრავარი კერძია, მოამზადეთ იგი ჩვენი რეცეპტით ! 

 

შემადგენლობა:

მომზადება:

მოამზადეთ საჭირო ინგრედიენტები: მიხაკი,დარიჩინი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა. ნიგოზი 2-3 ჯერ გაატარეთ ხორსაკეპ მანქანაში. ქათამი მოხარშეთ, შეაგროვეთ,ამრილი მოაყარეთ და აირღუმელში შებრაწეთ. ქათმის ხორცი თანაბარი ზომის ნაჭრბად დაჭერით. ხახვი წვრილად დაჭერით და ქათმის ბულიონიდან მოხდილ ცხიმში მოშუშეთ. თუ ბულიონი ნაკლებცხიმიანია,კარაქი დაუმატეთ. გატარებული ნიგოზი ჯამში ჩაყარეთ. დაუამტეთ დაფქული მიხაკი, დარიჩინი, ხმელი ქინძი, უცხო სუენლი, ყვითელი ყვავილი და დანაყილი ნიორი. ნიგვზის მასა ხელით ზილეთ, სანამ ზეთი არ გამოუვა. გამოწურული ზეთი გადაინახეთ. ნიგვზის მასას შერუიეთ მოშუშული ხახვი, ცოტა ბულიონი და ბლენდერში ათქვიფეთ, იმდნი ბულიონი დაუმაეთ, რომ თხელი არაჟნის სისქის მასა გამოვიდეს. ნიგვზიანი მასა ბულიონში ჩაასხით და 5-10 წუთი ადუღეთ, შემდეგ შიგ ქათმის ნაჭრები ჩააწყვეთ. საცივი კიდევ ერთცელ მოადუღეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. მზა საცივს გამოწურული ნიგვზია ზეთი მოასხით და სუფრასთან ისე მიიტანეთ.

საცივი

4.4 (87.69%) 13 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ბადრიჯანი მაიონეზით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი