მასალა:
მომზადება:
ქათმის ფილეს მოაშორეთ კანი და ზედმეტი ცხიმები. დაჭერით შედარებით მსხვილ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ამოავლეთ ფქვილში. გაახურეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე. მოასხით დაახლოებით 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, დააწყვეთ ქათმის ნაჭრები გახურებულ ტაფაზე, დაახურეთ თავსახური და არ შეეხოთ 3 წუთის განმავლობაში. შემდეგ ხის კოვზით გადმოაბრუნეთ და დაბრაწეთ მეორე მხარე ისევ 3 წუთის განმავლობაში. გადმოიღეთ ქათმის ნაჭრები ცალკე ჯამში. იგივე ტაფაზე ჩაშუშეთ მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი სოკო, შაშხი და ბრიუსელის კომბოსტო. ნაკლები ცხიმიანობისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ინდაურის შაშხი. ჩაშუშეთ დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში და მუდმივად ურიეთ. გადმოიღეთ ჩაშუშული ბოსტნეული ჯამში. იგივე ტაფაზე, მოასხით დარჩენილი ზეითუნის ზეთი და ჩაშუშეთ დაჭრილი ხახვი 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ ქათმის ან თუნდაც ინდაურის ნახარში. რომ ადუღდება, დაამატეთ ძმარი და გააჩერეთ ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ ჩაშუშული ბოსტნეული, ქათამი და ბარდა. ბარდა უნდა იყოს მოხარშული, შესაბამისად, რამდენიმე საათით ადრე უნდა მოხარშოთ ან შეგიძლიათ გამოიყენოთ კონსერვი. დაამატეთ დაჭრილი ოხრახუშიც. კარგად მოურიეთ. დაახლოებით 4 წუთის შემდეგ, თუ კვლავ ძალიან წვნიანია მასა, შეგიძლიათ დაამატოთ 1 ს.კ.-მდე ფქვილი და კარგად მოურიეთ. ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 5 წუთი ან მანამ, სანამ წვენი არ ამოშრება. მარილი დაამატეთ გემოვნებით. გარნირად მოხარშეთ ბრინჯი, გადაწურეთ. თეფშზე ჯერ დადეთ გაგრილებული ბრინჯი, ზემოდან კი დაადეთ ქათმის ცხელი კერძი.
კრაბის სალათი კიტრით |
უკაცრავად და ბრიუსელის კომბოსტო რომელია?რუსულად რა კვია?
Briuselskaia kapusta