ბადრიჯანი ბრინჯის შიგთავსით

მომზადება:

1 კგ ბადრიჯანს მოაჭერით თავი, ამოუღეთ გული და მოამზადეთ შესაწვავად.

მდუღარე მარილწყალში ჩაყარეთ 150 გრ ბრინჯი, ადუღეთ 10 წთ. გადაიტანეთ საწურზე. გადაავლეთ წყალი.

ზეთში მოშუშეთ : ბადრიჯნის დაჭრილი გული, 2ც ხახვი, 3 კბილი ნიორი, 3 ც ბულგარული წიწაკა, 1

ც პომიდორი. შეურიეთ მოხარშული ბრინჯი, დაჭრილი  მწვანილი ( ქინძი, კამა,) მარილი.

ამ ფარშით ამოავსეთ ბადრიჯანი და შეწვით ზეთში, თავდახურულ ტაფაში საშუალო ცეცხლზე. გადაიტანეთ

მინის ან ემალის ჭურჭელში.

ზეთში მოშუშეთ 2 ც ხახვი, 3 კბილი ნიორი, 1-2 კგ დაჭრილი გაფცქვილი პომიდორი. დაუმატეთ ნიორი,

მარილი, მწვანილი და დაასხით ბადრიჯანს.

ბადრიჯანი ბრინჯის შიგთავსით

4.5 (90%) 6 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

შინდის ბაჟე





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი