ბროკოლი ერთწლიანი ბოსტნეული კომბოსტოსებრთა ოჯახიდან. მისი სამშობლოა მცირე აზია. ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ რომში და დიდი ხანია პოპულარულია საფრანგეთსა და იტალიაში.
ბროკოლი ერთ-ერთი ის ბოსტნეულია, რომელიც ძალიან ბევრ სასარგებლო თვისებებს შეიცავს. კალორიების დაბალი შემცველობის მიუხედავად, იგი მდიდარია აუცილებელი ვიტამინებით და მინერალებით. მოხარშული ბროკოლი შეიცავს იმდენ ვიტამინ C-ს, რამდენსაც ფორთოხალი. იგი ასევე შეიცავ ვიტამინებს B1, B2, B3, B6, რკინას, მაგნიუმს, კალიუმს და თუთიას.
წარმოგიდგენთ 5 მთავარ მიზეზს, თუ რატომ უნდა მივირთვათ ბროკოლი ხშირად.
1. ის ათავისუფლებს ორგანიზმს ზედმეტი ქოლესტერინისაგან და ეხმარება ძარღვების კედლების დაცვას. ასევე მასში შემავალი სულფარაფანი კლავს ზიანის მომტან ბაქტერიებს, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან და ეხმარება კანს აღდგენაში.
2. რაციონში ბროკოლის ჩართვა ბავშვის ორგანიზმს ქრონიკულ ბრონქიტთან გამკლავებაშიც ეხმარება. მის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების კომპლექსი ზრდის იმ გენის აქტივობას, რომელიც ფილტვებს ტოქსიკური ნივთიერებების (მათ შორის – თამბაქოს კვამლის) მავნე ზემოქმედებისგან იცავს.
3. ბროკოლი აძლიერებს იმუნიტეტს და გამოყოფს ნივთიერებას (იზოციანინი), რომელიც ებრძვის კიბოს უჯრედების გავრცელებას. ის არ კურნავს კიბოს მაგრამ რეგულარული მოხმარების შემთხვევაში ახდენს მის პროფილაკტიკას
4.ბროკოლი უნიკალურია იმით, რომ შეიცავს რამდენიმე საკვებ ნივთიერებას, რომელიც აუცილებელია ძვლების ფორმირებისთვის და ძვლების სიმკვრივის დაქვეითების თავიდან ასაცილებლად.
5. ბროკოლი ბუნებრივი დეტოქსია. კვლევებმა აჩვენა, რომ ბროკოლში ბუნებრივად წარმოქმნილი ნაერთები ასევე მოქმედებენ დეტოქსიკატოების მსგავსად, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ხელს უწყობენ ქიმიკატების სხეულიდან უფრო სწრაფად განდევნას.
რა მოვამზადოთ ბროკოლის გამოყენებით? – ( იხილეთ აქ)
შებოლილი კალმახის სალათი |