ხორცის ღვეზელი კვერცხით

შემადგენლობა:

შიგთავსი:

მომზადება:

ხორცი მოვხარშოთ და თავისივე ბულიონში ჩავაციოთ. კვერცხებიც მოვხარშოთ. ხახვი დავჭრათ და ღრმა ტაფაზე, კარაქში მოვშუშოთ. ხორცი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. კვერცხებიც ასევე გავატაროთ, ოღონდ ხორცში არ ავურიოთ. ნახევრად მოშუშულ ხახვს დარჩენილი 100 გრ კარაქი დავუმატოთ. შემდეგ გატარებული ხორცის ფარში და 10 ს.კ ბულიონის წვენი ჩავამატოთ. როცა კარგად მოიშუშება, დაჭრილი მწვანილი და კვერცხი დავაყაროთ. 5 წუთის შემდეგ მარილით და პილპილით შევაზავოთ და შიგთავსი უკვე მზად არის.  პარალელურად, ცომის გაკეთებაც დავიწყოთ. მაწონი, არაჟანი, კარაქი , კვერცხები  და მარილი ერთად ავურიოთ და რბილი ცომი მოვზილოთ. დავდოთ ფქვილმოყრილ დაფაზე., გავაბრტყელოთ და 0.5 ჩ.კ სოდა მოვაყაროთ. ოთხად მოვკეცოთ, ისევ გავაბრტყელოთ და დარჩენილი ნახევარი კოვზი სოდაც მოვაყაროთ. შემდეგ ცომი ორ ნაწილად გავყოთ. ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ და ზედ გამზადებული შიგთავსი მოვათავსოთ. ცომის მეორე გაბრტყელებული ნაწილი კი ზემოდან  გადავაფაროთ. ღვეზელს ოვალური ფორმა მივცეთ და ჩანგლით  დავჩხვლიტოთ. ერთი კვერცხი ავთქვფიოთ და ზემოდან გადავუსვათ. ღუმელში შევდგათ და 40 წუთში მზად  იქნება.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კარტოფილის მაფინები





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი