შემადგენლობა:
მომზადება:
ხახვი მოვშუშოთ ზეთში, დავუმატოთ ფარში, სუნელები და ვშუსოთ 2-3 წთ. ნიგოზი დავჭრათ
წვრილად, მოვაყაროთ ფარშს და კარგად ამოვურიოთ. ცალკე ჯამში მოვათავსოთ რძე, იოგურტი,
კვერცხი,მარილი,შავი პილპილი და ავთქვიფოთ. ტაფას მოვასხათ ზეთი,ჩავაფინოთ ლავაში,
ზემოდან მოვაყაროთ დაქუცმაცებული ლავაშის ნაჭრები, მოვასხათ რძის და კვერცხის ნარევი,
მოვაყაროთ ფარში, ზემოდან დავაფინოთ ისევ ლავაშის ნაჭრები, ისევ მოვასხათ კვერცხის
და რძის ნარევი,მოვაყაროთ დარჩენილი ფარში, დავაფინოთ ლავაშის ნაჭრები, ისევ მოვასხათ
კვერცხის და რძის ნარევი, ოდნავ ზეთი, ტაფას დავახუროთ ხუფი და შევწვათ ნელ ცეცხლზე
ორივე მხრიდან 10-20 წთ.
კარტოფილი შაქრით (სამარხვო) |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი