ხორციანი ბლინები

მომზადება:

ათქვიფეთ 3 ც კვერცხიმ დაუმატეთ ცოტა მარილი დაასხით 3 ჭიქა ცივი წყალი. დაამატეთ 2 ჭიქა ფქვილი და

აურიეთ კარგად. ცხელ, პატარა ზომის ტაფას წაუსვით ცხიმი, დაასხით 2-3 ს.კ ცომი, გამოაცხვეთ მხოლოდ ერთ

მხარეს. როცა დამთავრდება ბლინების ცხობა, თითოეულს გამომცხვარ მხარეს დაადეთ თითო ს.კ ფარში,

შეახვიეთ ლამაზად მოგრძო ფორმის.

გახვეული ბლინები სუფრაზე მიტანისას შეწვით ზეთში.

ფარში: 

გაატარეთ ხორცსაკეპში მოხარშული 500 გრ ხორცი, 5 კბილი ნიორი, შეურიეთ ხორცს  4 თავი მოშუშული

ხახვი და მოშუშეთ კიდევ 15 წთ. თუ საჭირო იქნება ფარშს დაუმატეთ რამდენიმე კოვზი ბულიონი. დაუმატეთ

ფარშს შავი პილპილი, წითელი პილპილი და მარილი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ქათმის და ყველის ღვეზელი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი