ხბოს ჩაშუშული ბოსტნეულით

შემადგენლობა:

მომზადება:

დაჭერით ხორცი ოთხკუთხედ ნაჭრებად და მოაყარეთ მარილი და პილპილი. საშუალო ცეცხლზე დაადგით ქვაბი და მოასხით ზეითუნის ზეთი. ჩაყარეთ ხორცი, კარგად მოურიეთ და დაუწიეთ ცეცხლს. ხორცი გაუშვებს წვენს. გააჩერეთ 7 წუთის განმავლობაში. გადმოასხით წვენი (შეინახეთ), აუწიეთ ცეცხლს ისევ საშუალო დონეზე და ხორცთან ერთად ჩაშუშეთ ხახვი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა და ნიორი. თუ მასა მშრალი იქნება, დაამატეთ ზეთი. მოაყარეთ ძირა და კარგად მოურიეთ.

ბოსტნეული კარგად რომ მოითუშება, დაამატეთ ღვინო და გააჩერეთ 3-4 წუთი. შემდეგ დაამატეთ ხორცის (მაგალითად ქათმის ხორცის) ნახარში, ან თუ არ გაქვთ, დაამატეთ უბრალოდ ადუღებული წყალი, იმდენი, რომ მთლიანად დაიფაროს მასა. აქვე ჩაამატეთ ის წვენი, რაც მანამდე ხორცმა გაუშვა ჩაშუშვის დროს. ჩაამატეთ ლობიო (თუ ლობიოს ცალკე მოხარშავთ, ბოლომდე ნუ მოხარშავთ და კერძში ჩაიხარშება. ალტერნატიულად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლობიოს კონსერვიც). ჩაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 40 წუთის მანძილზე. პერიოდულად მოურიეთ. წყალი დაშრება და ოდნავ ბლანტი მასა გახდება. დაამატეთ დაჭრილი პომიდორი, მწვანილი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. რამდენიმე წუთი გააჩერეთ ცეცხლზე და შემდეგ გამორთეთ.

ხბოს ჩაშუშული ბოსტნეულით

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ომლეტი ნიგვზით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი