ხაჭაპური

ქართული სამზარეულოს სავიზიტო ბარათი – ხაჭაპური!

მომზადება:

შეურიეთ ერთმანეთს 1 კვერცხის გული, 50 გ კარაქი და ცოტა მარილი. დაუმატეთ 500 გ მაწონი, 1 ჩ.ჭ თბილი წყალი, 1 ჩ.კ სოდა, ფქვილი ?(რამდენსაც შეიზელს) და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, გაახვიეთ ცელოფანში და 30 წთ შედგით მაცივარში, ამასობაში მსხვილად გახეხეთ 500 გ ჭყლინტი ყველი, დაუმატეთ ცოტა მარილი და კვერცხის ცილა. ცომი გამოიღეთ და შუაზე გაყავით. თითოეული ნახევარი მრგვლად გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, ზემოდან გაანაწილეთ ყველის ნახევარი, თავი მოუკარით, ხელით გაააბრტყელეთ ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე, გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და აცხვეთ 20-30 წთ.

ხაჭაპური

4.5 (90%) 2 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ბლინი ხორცის შიგთავსით





ამ რეცეპტს აქვს 1 კომენტარი

  1. ეკა says:

    xachapuri tanac yvelaze metad

დატოვეთ კომენტარი