შემადგენლობა:
მომზადება:
გარჩეული, გარეცხილი ჭარხლის ფოთოლი ქვაბში ჩავყაროთ, დავასხათ ცოტა ასღებული წყალი, ქვაბს სახურავი დავახუროთ, დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. როცა მოიხარშება და შეგრილდება, კარგად გავწუროთ. დავანაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, ქინძის თესლი, სუნელი, მარილი, გავხსნათ ძმარში, რომელსაც დამატებული ექნება ჭარხლის ფოთოლის წვენი. დავაყაროთ წვრილად დაკეპილი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა, ნიახური. აღნიშული მასალა მოვასხათ გაწურულ და დაკეპილ ჭარხლის ფოთოლს, ხელით კარგად ავურიოთ და შესაფერი ჭურჭლით მივიტანოთ სუფრაზე.
თუ ჭარხლის ფოთოლს ნორჩი ძირები აქვს, შეგვიძლია ფოთოლთან ერთად ისიც მოვხარშოთ.
პომიდვრის სალათი ძმრით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი