ჭარხლის ნამცხვარი
შემადგენლობა:
- 400 გ ჭარხალის ფოთოლი
- 1 თავი ხახვი
- 1 ს.კ ზეითუნის ზეთი
- 250 გ კრუასანის მზა ცომი
- 2 კვერცხი
- 100 გ ნაღები
- 4 ს.კ წვრილად გახეხილი შებოლილი სულგუნი
- ცხიმი ფოორმისათვის
მომზადება:
- გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი.
- ჭარხლის ფოთლები გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. ხახვი გაფცქვენით და ისიც წვრილად დაჭერით. ჭარხლის ფოთლები და ხახვი მოშუშეთ ზეთში 5 წთ.
- ცომი გააბრტყელეთ, ჩააფინეთ ფორმაში და გაუკეთეთ დაახლოებით 2 სმ სიმაღლის გვერდები. კვერცხი ნაღებთან ერთად ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე.
- ცომზე თანაბრად გაანაწილეთ მოშუშული ბოსტნეული და მოასხით კვერცხიანი მასა. აცხვეთ 25 წთ. გამოღებამდე მოაყარეთ გახეხილი სულგუნი.
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი