ცომის გოჭუნები

შემადგენლობა:

მომზადება:

გაალღვეთ ფენოვანი ცომი. გაფცქვენით ხახვი და ნიორი, დაჭერით წვრილად, შუშეთ 1წთ. და მოაყარეთ მარილი. გაასუფთავეთ  ქამა სოკო და დაჭერით მსხვილად. შუშეთ ხახვთან ერთად 10 წთ. გადაწურეთ ზეთი და სოკოიანი მასა აქციეთ სქელ პიურედ. გარეცხეთ ოხრახუში და დაჭერით მსხვილად. შეურიეთ ერთმანეთს სოკოს პიურე, ოხრახუშიი, ფსტა, ღორის ხორცის ფარში და 2 მთლიანი კვერცხი. მოაყარეთ მარილი და პილპილი. მუყაოსგან გამოჭერით საცხობი ფირფიტის ზომის გოჭი. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ ორ ცელოფანს შორის და მუყაოს შაბლონის დახმარებით ცომისგან გამოჭერით 2 გოჭის ფორმა. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი, დადეთ ერთი გოჭი და ზედ  ფარშიანი გაანაწილეთ ისე, რომ კიდეები ცარიელი დარჩეს. კიდეებს წაუსვით წყალი. დადეთ მეორე ფენა და კიდეები თითის დაჭერით კარგად შეართეთ. ცომის ზედაპირი დაჩხვლიტეთ ჩანგლით. კვერცხის გულს შეურიეთ  ცოტაოდენი წყალი და გადაუსვით ცომს. გოჭს ზეთისხილის თვალი გაუკეთეთ. აცხვეთ 40-45 წთ. ცხობისას შიგადაშიგ გადაუსვით კვერცხის გული.

ცომის გოჭუნები

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ნიოკი





ამ რეცეპტს აქვს 1 კომენტარი

  1. ვალერი says:

    სჰეგიზლიატ დადოტ რეცეპტი გოცჰი როგორ იცვება გემრიელად,ან რამდენ გრადუსსე.?

დატოვეთ კომენტარი