ინგრედიენტები:
გასაფორმებელი მასალა:
მომზადების წესი:
კვერცხის ცილა მოათავსეთ დიდ თასში და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში. მეორე თასში კი ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, შაქარი, გამაფხვიერებელი და მარილი. ერთმანეთს ცალკე შეურიეთ კვერცხის გულები, წყალი, ზეთი, ლიმონის კანი და ვანილი; მიღებული მასა დაუმატეთ ფქვილის ნარევს და მოურიეთ კარგად. დაამატეთ ტარტარის კრემი, კვერცხის ცილა და მოზილეთ საშუალო სიჩქარით რბილი მასის მიღებამდე.
მიღებული მასა ფრთხილად მოათავსეთ 26 (25,4) სმ დიამეტრის ფორმაში. აცხვეთ 325 გრადუსზე 50-55 წუთით, სანამ ცოტათი არ შეყავისფრდება და ზედაპირი არ გამოშრება. შემდეგ დაუყოვნებლივ გადმოაბრუნეთ ფორმა და დააცადეთ ტორტს გაცივება (დრო: საშუალოდ 1სთ).
ამოიღეთ ტორტი ფორმიდან. პატარა თასში მოათავსეთ გასაფორმებელი ინგრედიენტები და ურიეთ, სანამ გლუვი არ გახდება. მიღებული მასა ზევიდან მოასხით გამომცხვარ ტორტს.
შოკოლადის ნაყინი მარტივად |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი