ყავის ტორტი

ყავის ტორტის რეცეპტი ნიგვზით.! 

შემადგენლობა:

მომზადება:

6 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილან ერთად. თანდათან მივუმატოთ თითო- თითო კვერცხის გული და კიდევ კარგად ვთქვიფოთ. შევურიოთ 1ს.კ მაგარი ყავის ნაყენი ( შეიძლება ხსნადი ყავაც ), დავამატოთ 1ჩ.ჭ ფქვილი, ნელა ავურიოთ და ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში გამოსაცხობად.

კრემისთვის ნახევარი ჭიქა ადუღებულ წყლაში გავხსნათ 1 ს.კ ყავა, 1ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი დ მოვადუღოთ სიროფი.

200 გრ კარაქი კარგად დავარბილოთ და გავთქვიფოთ, მივამატოთ თითო ჩ.კ ყავის სიროპი და გავაგრძელოთ თქვეფა. ბისკვიტი მჭრელი დანით გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ყავისა და კონიაკის ნარევით, წავუსვათ კრემი,დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ფენა.ზემოდან მოვრთოთ დარჩენილი კრემით. გვერდებზე წავუსვათ კრემი და მოვრთოთ წვრლად დაჭრილი ნიგოზი.

ყავის ტორტი

4.2 (83.33%) 12 vote[s]







ამ რეცეპტს აქვს 3 კომენტარი

  1. magda says:

    გამარჯობა. ხომ ვერ გვეტყვით რამდენ გრადუსზე უნდა გამოვაცხოთ ბისკვიტი და რა დროის განმავლობაში?

  2. სახელიმარიამი* says:

    რაიმე 6კვერცხიანი ნამცხვრის რეცეპტიი მინდააა თუ გაქვთ

დატოვეთ კომენტარი