ყავის ნამცხვარი

შემადგენლობა:

მომზადება:

6 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილან ერთად. თანდათან დავუმატოთ თითო- თითო კვერცხის გული და კიდევ კარგად ვთქვიფოთ. შევურიოთ 1ს.კ მაგარი ყავის ნაყენი ( შეიძლება ხსნადი ყავაც ), დავამატოთ 1ჩ.ჭ ფქვილი, ნელა ავურიოთ და ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში გამოსაცხობად.

კრემისთვის ნახევარი ჭიქა ადუღებულ წყლაში გავხსნათ 1 ს.კ ყავა, 1ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი დ მოვადუღოთ სიროფი.

200 გრ კარაქი კარგად დავარბილოთ და გავთქვიფოთ, დავამატოთ თითო ჩ.კ ყავის სიროფი და გავაგრძელოთ თქვეფა. ბისკვიტი მჭრელი დანით გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ყავისა და კონიაკის ნარევით, წავუსვათ კრემი,დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ფენა.ზემოდან მოვრთოთ დარჩენილი კრემით. გვერდებზე წავუსვათ კრემი და მოვრთოთ წვრლად დაჭრილი ნიგოზი.

ყავის ნამცხვარი

4.3 (85.71%) 7 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ტორტი '' ოცნება''





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი