მოამზადეთ ძალიან გემრიელი და სასარგებლო კერძი თქვენი ოჯახის წევრებისთვის!
ინგრედიენტები:
ქაშაყის ფილე – 400 გ.
დაფხვნილი ორცხობილა – 4 ს.კ.
ჰოლანდიური ყველი – 80 გ.
ფქვილი – 4 ს.კ.
კვერცხი – 2 ც.
ზეთი – 3 ჩ.ჭ.
პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
ქაშაყის ფილე ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შეურიეთ 3 ს.კ. ორცხობილა და პილპილი. ცალკე გახეხეთ ყველი. თევზიანი მასა დაყავით პატარ-პატარა ნაწილებად და გააბრტყელეთ მრგვალად. ზემოდან გაანაწილეთ გახეხილი ყველი, შეაერთეთ ნაპირები და მიეცით ბურთულების ფორმა. ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ – ათქვეფილ კვერცში, ბოლოს – დაფხვნილ ორცხობილაში და შეწვით ზეთში. ბურთულები დააწყვეთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის შესაშრობად. მიირთვით შემწვარ კარტოფილთან ერთად.
კალმახი კვერცხით |
gamarjobat ukacravad magram aranair shemtxvevashi ar sheidzleba tevzi da rzis kombinacia,