ქათამი პიკასო

შემადგენლობა:

მომზადება:

დაჭერით ბულგარული წიწაკა რგოლების სახით. წინასწარ მოაცილეთ შიგთავსი. ხახვი დაჭერით

ნახევარი რგოლების სახით. ნიორი გახეხით წვრილად.

ქათმის მკერდის ნაჭრები დაამარილეთ და მოაყარეთ წიწაკა და 2 ს.კ ზეითუნის ზეთი და 1ს.კ

კარაქის კომბინაციაში შეწვით. შემდეგ გადაიტანეთ ღუმლის ფორმაში. ამავე ტაფაზე დაბრაწეთ

ხახვი. მიღებული მასა მოათავსეთ ქათმის ნაჭრებთან. მსუბუქად დაბრაწეთ ბულგარული.

სანამ არ დარბილდება და ესეც დაუმატეთ ქათმის ხორცს. გახეხილი ნიორი მოათავსეთ ტაფაზე.

30 წამი გააჩერეთ, რომ მოიწვას.შემდეგ დაასხით წყალი, დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი,

კარგად აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ იტალიური ბალახები, ბოსტნეულის სუპის კუბი,

მარილი,პილპილი, მუსკატის კაკალი. დაასხით ნახევარი ჭიქა ნაღები და აურიეთ. სოუსი უნდა

დუღდეს 5 წთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ დაასხით ეს ქათმის და ბოსტნეულის ნაზავს. დაახურეთ

ფოლგა და შეწვით 200 გრადუსზე 30 წთ. ამის შემდგომ გადმოიღეთ, მოაყარეთ გახეხილი ყველი,

მოათავსეთ ისევ ღუმელში მანამ სანამ ყველი არ გადნება.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ღერღილის ღომი