ქათამი ბოსტნეულით და ბრინჯით

მასალა:

მომზადება:

ქათმის ფილეს მოაშორეთ კანი და ზედმეტი ცხიმები. დაჭერით შედარებით მსხვილ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ამოავლეთ ფქვილში. გაახურეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე. მოასხით დაახლოებით 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, დააწყვეთ ქათმის ნაჭრები გახურებულ ტაფაზე, დაახურეთ თავსახური და არ შეეხოთ 3 წუთის განმავლობაში. შემდეგ ხის კოვზით გადმოაბრუნეთ და დაბრაწეთ მეორე მხარე ისევ 3 წუთის განმავლობაში. გადმოიღეთ ქათმის ნაჭრები ცალკე ჯამში. იგივე ტაფაზე ჩაშუშეთ მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი სოკო, შაშხი და ბრიუსელის კომბოსტო. ნაკლები ცხიმიანობისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ინდაურის შაშხი. ჩაშუშეთ დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში და მუდმივად ურიეთ. გადმოიღეთ ჩაშუშული ბოსტნეული ჯამში.  იგივე ტაფაზე, მოასხით დარჩენილი ზეითუნის ზეთი და ჩაშუშეთ დაჭრილი ხახვი 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ ქათმის ან თუნდაც ინდაურის ნახარში. რომ ადუღდება, დაამატეთ ძმარი და გააჩერეთ ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ ჩაშუშული ბოსტნეული, ქათამი და ბარდა. ბარდა უნდა იყოს მოხარშული, შესაბამისად, რამდენიმე საათით ადრე უნდა მოხარშოთ ან შეგიძლიათ გამოიყენოთ კონსერვი. დაამატეთ დაჭრილი ოხრახუშიც. კარგად მოურიეთ. დაახლოებით 4 წუთის შემდეგ, თუ კვლავ ძალიან წვნიანია მასა, შეგიძლიათ დაამატოთ 1 ს.კ.-მდე ფქვილი და კარგად მოურიეთ. ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 5 წუთი ან მანამ, სანამ წვენი არ ამოშრება. მარილი დაამატეთ გემოვნებით. გარნირად მოხარშეთ ბრინჯი, გადაწურეთ. თეფშზე ჯერ დადეთ გაგრილებული ბრინჯი, ზემოდან კი დაადეთ ქათმის ცხელი კერძი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

სიმინდის სალათი





ამ რეცეპტს აქვს 2 კომენტარი

  1. მაია says:

    უკაცრავად და ბრიუსელის კომბოსტო რომელია?რუსულად რა კვია?

დატოვეთ კომენტარი