გემრიელი ბლინების მარტივი რეცეპტი.!
მომზადება:
ნელთბილ 1/2 ჭიქა წყალში გახსენით 25 გრ საფუარი, გააჩერეთ თბილ ადგილზე 1-2 საათი.
2 ჩ.ჭ პურის ფქვილი გახსენით 1.5 ჭიქა თბილ რძეში, დაასხით მომზადებული საფუარი, კარგად აზილეთ და დადგით
თბილ ადგილზე,როცა კარგად აფუვდება კიდევ ზილეთ, ზელის დროს ჩაურიეთ ათქვეფილი 2 ც კვერცხი, 50 გრ გამდნარი
კარაქი, მარილი გემოვნებით, 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი და 1 ჭიქა მაწონი, ისევ დადგით თბილ ადგილზე, როცა ცომი ამოიწევს
და ბუშტუკები გაუჩნდება დაიწყეთ ბლინების ცხობა. საბლინე ფაფა უნდა იყოს არაჟნის სისქის. გაცხელებულ ტაფას
მოუსვით ცხიმი, დაასხით 2 ს. ფაფა. გამოაცხვეთ ორივე მხრიდან.
![]() |
ორცხობილები მარტივად |