შემადგენლობა:
მომზადება:
ფორთოხალი გარეცხეთ ცხელი წყლით, გაამშრალეთ, დანით ფრთხილად გააცალეთ კანი და წვრილ ნაჭრებად დაჭერით.შიგთავსისაგან გამოწურეთ წვენი. დაჭრილი კანი 2 ს.კ შაქართან და 3ს.კ ფორთოხლის წვენთან ერთდ ადუღეთ 3 წთ.კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. კვერცხის გული, შაქარი ( დაიტოვეთ 2ს.კ) და კარაქი ათქვფიეთ კრემისებრი მასის მღებამდე. დაუმატეთ ხაჭო, თხილი და შოკოლადი.გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა. კვერცხის ილა ათქვიფეთ გამაგრებამდე. სიროფიანი ფორთოხლის კანი და ცილა კარგად შეურიეთ ხაჭოიან მასას. მიღებული ცო ჩაასხით ფორმაში და აცხვეთ 30-35 წთ.იაპონური ფორთოხალი გარეცხეთ, დაჭერით თანაბარ, თხელ ნაჭრებად, გამოაცალეთ კურკები და მოათავსეთ ჯამში. დაასხით 4ს.კ ფორთოხლის წვენი და ფორთოხლის ლიქიორი, დაუამტეთ დარჩენილი შაქარი და ადუღეთ 3-4 წთ.მზა ნამცხვარი დატოვეთ გამორთულ ქურაში კიდევ 10 წთ., რომ ფორმაშივე გაცივდეს და შემდეგ გადმოიღეთ.იაპონური ფორთოხლის ნაჭრები დადეთ საწურზე. შაქრის პუდრასგან მოამზადეთ სქელი სიროფი და წაუსვით ნამცხვარს. ჯერ კიდევ თბილ მინანქარზე მოაწყვეთ იაპონური ფორთოხლის ნაჭრები და ოდნავ დააწექით. მინანქარი რომ გამაგრდება, ნამცხვრი სუფრასთან მიიტანეთ.
ბანანის კექსი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი