შემადგენლობა:
მომზადება:
ბისკვიტს წაუსვით ფორთოხლის ჯემი.200 მლ ფორთოხლის წვენი შაქართან ერთად მიიყვანეთ ადუღებამდე. პუდინგის ფხვნილს შეურიეთ 2ს.კ წყალი, მიღებული მასა დაუმატეთ ცხელ წვენს, წამოადუღეთ და თან ურიეთ. გადმოდგით და გააგრილეთ. ფორთოხალს გააცალეთ კანი და თეთრი გარსი. დაჭერით თხელ ნაჭრებად, დადეთ ლანგარზე და მოაყარეთ შაქრის პუდრა. ნაღები ათქვიფეთ გამაგრებამდე და თანდათან შეურიეთ გაგრილებულ პუდინგს. კრემი თანაბრად წაუსვით ბისკვიტის ზედაპირს და გვერდებს. კრემზე ისე მოაწყვეთ ფორთოხლის ნაჭრები, რომ ნაწილობრივ ერთმანეთი გადაფარონ. დარჩენილი ფორთოხლის წვენით მოამზადეთ ტორტის მინანაქარი პაკეტზე მოთავსებული რეცეპტის მიხედვით. მინანქარი მოაახით ფორთოხლის ნაჭრებზე. ნამცხვრის გვერდები მორთეთ დაჭრილი ფსტით. შედეთ მაცივარში მინიმუმ 1სთ.
სამარხვო ნამცხვარი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი