ფორთოხალ-ლიმონის სასმელი

მომზადება:

1 კგ ფორთოხალს ყვიტელი კანი ფრთხილად ავათალოთ, კანს დავასხათ 1 ლიტრი ადუღებული წყალი და დავდგათ 24 საათით. შემდეგ მიქსერით ავთქვფიოთ და საცერში გავწუროთ. განაწურ ფორთოხლის კანს დავასხათ კიდევ ერთი ლიტრი ანადუღარი, შეგრილებული წყალი და კვლავ ავთქვფიოთ, შემდეგ კი გავწუროთ დოლბანდში.

დავჭრათ 1 ლიმონი კანიანად და ორი გაფცქვნილი ფორთოხალი. დავასხათ 1 ლიტრი ადუღებული წყალი და მიქსერით ავთქვფიოთ. გავწუროთ დოლბანდში.

ამგვარად მიღებული 3 ლიტრ წვენში ჩავყაროთ 500 გრ შაქრის ფხვნილი, კარგად მოვურიოთ და თავდახურული შევდგათ მაცივარში. სუფრაზე მიტანისას ჩავყაროთ შიგ ყინული.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ბანანის და კაკაოს სმუზი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი