ფენოვანი ხაჭაპური

შემადგენლობა:

მომზადება: 

კვერცხი გავთქვიფოთ, დავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ ძმარი,ზეთი და მოვზილოთ მაგარი ცომი. 400 გრ მარგარინი გავყოთ სამ ნაწილად. ცომი კარგათ გავაბრტყელოთ და ხელით წავუსვათ მარგარინის მესამედი ნაწილი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევდგათ მაცივარში 30-40 წთ. შემდეგ გამოვიღოთ. კარგად გავაბრტყელოთ და წავუსვათ  მარგარინის მეორე ნაწილი,  გადავკეცოთ  და კიდევ შევდგათ იმავე დროით მაცივარში. ეს ოპერაცია გავიმეოროთ მესამეთაც. ასეთი ცომი შეიძლება შევინახოთ მაცივარში 2-3 დღე და როცა გვინდა, მაშინ გამოვაცხოთ. მომზადებული ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცელზე, დავადოთ ყველის გულსართი, ზემოდან დავადოთ გაბრტყელებული მეორე ცომი, ნაპირები შევუკრათ, ზემოდან წავუსვათ წყალში გახსნილი კვერცხის გული და შევდგათ კარგად გაცხელებულ აირღუმელში გამოსაცხობად. შუა ცხობის დროს ცეცხლის სიძლიერე მოვუკლოთ.

ფენოვანი ხაჭაპური

3 (60%) 2 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ბუტერბროდი ხორცით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი