შემადგენლობა:
მომზადება:
2 კვერცხი კარგად ავთქვიფოთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, შევურიოთ 2 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ჩაის ჭიქა გატარებული ნიგოზი, სოდა – გახსნილი ძმარში, დავაყაროთ 2 ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
ცომი გავყოთ სამ ნაწილად; ტორტის ყალიბში ჩავაფინოთ ცხიმწასმული ქაღალდი და ზედ გავაბრტყელოთ ცომის ერთი ნაწილი (ხელი ცივი წყლით უნდა დავისვენოთ); ასე გამოვაცხოთ სამი ფირფიტა.
კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: 1 ქილა შესქელებული რძე წინასწარ მოვხარშოთ (2-3 საათის განმავლობაში), როცა გაცივდება გადმოვიღოთ და შევათქვიფოთ 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი.
გამომცხვარ ფენებს წავუსვათ კრემი და ერთმანეთზე დავალაგოთ; კრემი ზემოდანაც წავუსვათ და მოვაყაროთ ევრილად დაჭრილი მოხალული ნიგოზი.
კექსი ჯემით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი