შემადგენლობა:
ცომისთვის:
მომზადება:
ფქვილს დავუმატოთ კვერცხი, მარილი და მოვზილოთ ელასტიური ცომი. შევფუთოთ ჭურჭლის
ტილოში და გავაცეროთ 20 წთ. გავაბრტყელოთ და დავჭრათ 3 ტოლ ნაწილად. 3 ლიტრ მარილიან
ადუღებულ წყალში მოვხარშოთ ცომები 3-3 წუთი, გადავავლოთ ცივი წყალი და გავშალთ განიერ
თეფშზე. სოკო გავრეცხოთ ,დავჭრათ თხლად ხახვთან და ნიორთან ერთად. ზეთში მოვშუშოთ
ხახვი და ნიორი, ჩავამატოთ სოკო. მოვასხათ 7 ს.კ რძე, მივიყვანოთ ადუღებამდე, შევაზავოთ
მარილით, პილპილით. მოვამზადოთ სოუსი: გამდნარ კარაქს დავამატოთ ფქვილი,თან
განუწყვეტლივ ვურიოთ და დავასხათ 125 გრ რძე, მოვაყაროთ მარილი,პილპილი,მუსკატის
კაკალი, დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვადუღოთ 10 წთ გასქელებამდე. კანგაცლილი პომიდორი
დავჭრათ, მოვაყაროთ დაჭრილი ორეგანო და შევურიოთ სოუსს. ქურის ტაფაზე დავაფინოთ
ცომი, მვოვაყაროთ სოკო, სოუსი და გახეხილი პარმეზანი,ასე გავიმეოროთ სამჯერ. გამოვაცხოთ
180 გრადუსზე 30 წთ.
ფუნთუშები |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი