კიევური კატლეტი

შემადგენლობა:

მომზადება:

ქათმის ფილეს სასურველია დავუტოვოთ მკერდის ძვარი, მაგრამ უძვლო ფილეს გამოყენებაც შეგვიძლია. ფილე გავრეცხოთ, გავამშრალოთ. ბასრი დანით სიბრტყეზე გადავჭრათ ისე, რომ კიდე არ გავჭრათ და წიგნივით გადაიშალოს. დავაფაროთ ცელოფანი და დავბეგვოთ, რომ უფრო დათხელდეს და გაიშალოს. კარაქს შევურიოთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი კამა, მივცეთ მოგრძო კაფსულის ფორმა და გავყინოთ.

ფილეს წავუსვათ მარილი და პილპილი.შუაში ჩავუდოთ კარაქის ბურთულა და ისე გადავახვიოთ რომ, ყველა კუთიდან კარგად დაიფაროს. მიღებული კატლეტი ჯერ ფქვილში ამოვავლოთ, შემდეგ ათქვეფილ  კვერცხში, ბოლოს საფანელში. მერე კვლავ კვერცხში და საფანელში. ეს პროცესი საჭიროა იმისთვის, რომ ფილე კარგად შეიკრას და კარაქმა არ გამოჟონოს.

კატლეტი შევწვათ ცხელ ზეთში, საშუალო ცეცხლზე. ყველა მხრიდან რომ მოვბრაწავთ, ცეცხლს დავუწიოთ, ტაფას დავახუროთ და ასე დავასრულოთ მომზადება. თან ხშირ-ხშრად ვაბრუნოთ. ასევე შევიძლია შევწვათ  ფრიტიურში, ან ჯერ ტაფაზე, შემდეგ კი მზადება ღუმელში დავასრულოთ.

კიევური კატლეტი

4.7 (93.33%) 3 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

თევზი პომიდვრით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი