მომზადება:
2 კგ მწიფე ტყემალი გარეცხეთ, ყუნწები დააცალეთ. მოათავსეთ მომინანქრებულ ან უჟანგავი ფოლადის ქვაბში 1 კონა ქინძთან და 1 კონა ომბალოსთან ერთად, დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. ადუღების შემდეგ, როგორც კი ჩარბილდება, გადმოწურეთ უშფალანგზე ისე, რომ წვენი არ გადააქციოთ. ტყემალი გახეხეთ და თანდათანობით ამატეთ მისივე ნახარში. გახეხილ მასას დაუამტეთ 1 თავი დანაყილი ნიორი, ცხარე მწვანე წიწაკა, 1 კონა ქინძი, 2 კონა ომბალო და 1 კონა ცერეცო. შეაზავეთ მარილით.
არაჟნის სოუსი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი