მომზადება:
ათქვიფეთ 5 ც კვერცხის ცილა გათეთრებამდე, დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი, გაიყვანეთ ცხიმწასმულ და ფქვილ
მოყრილ საცხობ ფირფიტაზე. ასეთივე შემადგენლობით მოამზადეთ მეორე ცალით და მოათავსეთ მეორე
საცხობ ფირფიტაზე.
გამოაცხვეთ ღუმელში ძალინა დაბალ ცეცხლზე, კარები დატოცეთ შეღებული. აცხვეთ 2 საათი, გამოიღეთ,
ჩამოაჭერით ნაპირები. თავსა და გვერდებზე წაუსვით კრემი, დადეთ ერთმანთზე, გააფორმეთ ჩამონაჭრელებით,
კრემით და გახეხილი შოკოლადით.
კრემი:
ათქვიფეთ 5 ც კვერცხის გული 1 ჭიქა შაქართან ერთად, შეურიეთ 1 ჭიქა პურის ფქვილი, დაასხით 3 ჭიქა
რძე, კარგად აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე, ხშირად ამოურიეთ, შუშეთ 15-20 წთ. დაუმატეთ ვანილი.
ამოიყვანეთ 200 გე კარაქი და შეურიეთ გაციებულ კრემს.
ბეზე |
კვერცხის ცილა მოატავსეთრაიმე ჭურჭელში თუნდაც ჭიქაში,რამდენიც გამოვა ზუსტად ორი იმდენი შაქარი უნდა.იმიტომ რომ კვერცხი ზოგჯერ დიდია ზოგჯერ პატარა და ცალობით ვერ განსაზღვრავ.და რაც მტავარია ჭურჭელი რაშიც ბეზეს ათავსებ უნდა იყოს აბსოლუტურად სუფთა და მშრალი.კიდევ ერთს გირჩევთ თქვეფისას მარილი ჩაუმატეთ, ვანილს კი არ გირჩევთ,აცხვეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე კარშეღებულ ღუმელში 5-6საათი
მე დენის ღუმელი მაქვს, რომელსაც ზედა–ქვედა ცხობის რეჟიმი არ აქვს და რამდენ გრადუსზე გამოვაცხო?
120-130 გრადუსზე გამოაცხვეთ