შემადგენლობა:
მომზადება:
5 მთლიანი კვერცხი კარგად გავთქვიფოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ ჩ.ჭ არაჟანი ან მაწონი, სოდა-გახსნილი ძმარში, ვანილი, 2ჩ.ჭ ფქვილი, კარგად მოვურიოთ, ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში და გამოვაცხოთ ( ეს იქნება ‘’ დღე’’)
მოვამზადოთ ზუსტად იგივე შემადენლობით მეორე ცომი, მხოლოდ წინასწარ დავამატოთ 2ს.კ კაკაოს ფხვნილი და 1ჩ.ჭ, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი, მიღებული მუქი ფერის ცომი გამოვაცხოთ ცხიმწასმულ იგივე ყალიბში ( ეს იქნება ‘’ღამე’’)
როცა გამოცხვება წავუსვათ კრემი პირველ ბისკვიტს,დავაფაროთ მეორე ბისკვიტი, წავუსვათ კრემი და ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი შერეული დაფხვნილ შოკოლადთან ერთად.
კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად:
3 კვერცხისა და 2 ჩ.ჭ შაქრს ფხვნილთან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ 4ს.კ პურის ფქვილი, თანდათანობით დავასხათ ცხელი რძე და როცა კარგად გაიხსნება,დავდგათ ცეცხლზე, წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ და გაციების შემდეგ შევათქვიფოთ 300 გრ კარაქი.
ფუმფულა ნამცხვარი კაკაოთი |
იქნებ დამიწეროდ ნამცხვარი კარამელიტ..რეცეპტი..