მოამზადეთ ტოლმა განსხვავებული რეცეპტით!
ინგრედიენტები:
კომბოსტო – 1 თავი
ხორცის ფარში – 400 გ.
ხმელი პური – 100 გ.
ხახვი – 2 თავი
ზეთი – 1 ს.კ.
კვერცხი – 1/2 ც.
დაფქული ძირა – 1/2 ჩ.კ.
კარაქი – 50 გ.
ბოსტნეულის ნახარში – 1 ჩ.ჭ.
ჩილის საწებელი – 3 ს.კ.
მწვანე ხახვი ს ღეროები
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
გათუთქეთ კომბოსტო, დაშალეთ ფურცლებად და მოაჭერით უხეში ნაწილები. ხორცის ფარშს შეურიეთ წყალში დამბალი პური, ზეთში მოშუშული ხახვი, კვერცხი, ძირა, პილპილი და მარილი. შიგთავსი გაანაწილეთ კომბოსტოს ფურცლებზე, გადაახვიეთ და შეკარით მწვანე ხახვის ღეროებით. საცხობ ფირფიტაზე გაადნეთ კარაქი, მჭიდროდ ჩაალაგეთ ტოლმა, დაასხით ჩილის საწებელში შერეული ცხელი ნახარში და შუშეთ ღუმელში 35 წუთი. სუფრასთან მიტანის წინ გადმოიღეთ ლანგარზე და მოასხით ფირფიტაზე დარჩენილი სოუსი.
ბადრიჯნით ფარშირებული პომიდორი( სამარხვო) |
როგორ კეტდება ბლინები ?