შემადგენლობა:
პუდინგისთვის:
ხაჭოიანი მასისთვის:
ზემოდან წასასმელად:
მომზადება:
ფქვილი გაცერით ჯამში და შუაში ჩააღრმავეთ. საფუარი დააქუცმაცეთ, 1 ჩ.კ შაქართან ერთად გახსენით 4 ს.კ ნელთბილ რძერში დაჩასხით ღრმულში. ოდნავ მოურიეთ, დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას 20 წთ. დაუმატეთ კარაქი, დარჩენილი რძე, შაქარი და მარილი. მოზილეთ ერთგვაროვანიი ცომი, დააფარეთ და დადგით 40 წთ. საცხობ ფირფიტას წასუვით ცხიმი.გააცხელეთ რძე,4 ს.კ ამოიღეთ და შეურიეთ პუდინგს ფხვნილს. დარჩენილ რძეში გახსენით კარაქი, შაქარი და მოამზადეთ პუდინგის პაკეტზე მითითებული რეცეპტის მიხედვით. ურიეთ და ისე გააგრილეთ.2 კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა შეინახეთ. კვერცხის გული, ხაჭო, შაქარი, შაქრიანი ვანილი, ლიმონის ცედრა,1 მწიკვი მარილი და ნუში კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ცომი გააბრტყელეთ საცხობ ფირფიტაზე. ზემოდან გაანაწილეთ ხაჭოიანი მასა და მოაყარეთ ქიშმიში.დარჩენილი 4 კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ, კვერცხის გული შეურიეთ პუდინგს. ექვსივე კვერცხის ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე და ისიც პუდინგს შეურიეთ. მირებული მასა გაანაწილეთ ხაჭოზე. აცხვეთ 160 გრადუსზე 45 წთ. გაადნეთ კარაქი და წასუვით ჯერ კიდევ ცხელ ნამცხვარს. მოაყარეთ შქარი და აცადეთ გაგრილება.
მსხლის ჩირი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი