ტარხუნის ღვეზელი

 

შემადგენლობა:

ცომისთვის:

შიგთავსისთვის:

მომზადება:

პირველ რიგში მოზილეთ ცომი. ამისთვის თასში ჩაასხით მაწონი, დაამატეთ სოდა, ათქვეფილი კვერცხი, გამდნარი და გაციებული კარაქი. შემდეგ ამატეთ მცირე ოდენობით გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. გამზადებული ცომი მოათავსეთ მაცივარში ერთი საათით.

ამასობაში მოამზადეთ ღვეზელის შიგთავსი. დაჭერით ტარხუნა, მწვანე ხახვი, მწვანილები, ნიორი და ზეთიან ტაფაში მსუბუქად მოშუშეთ, მოაყარეთ მარილი და სურვილისამებრ დაამატეთ დაღერღილი წითელი წიწაკა. გაციებულ შიგთავსს შეურიეთ დაჭრილი კვერცხი.

ცომი გამოიღეთ მაცივრიდან, გაყავით ორ ან სამ ნაწილად და გააბრტყელეთ ცალ-ცალკე.

გაბრტყელებულ ცომში მოათავსეთ შიგთავსი, გადაახვიეთ ცომი და მიეცით რულეტის ფორმა. ეცადეთ, რომ რულეტის ნაწიბურები მოექცეს ქვემოთ.

ღვეზელი მოათავსეთ გაცხელებული ღუმელის ტაფაზე და გამოაცხვეთ ის 220 გრადუს ტემპერატურაზე, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში.

როგორც კი ცომი მიიღებს ოქროსფერს, გამოიღეთ ტაფა ღუმელიდან და გადაუსვით ღვეზელს ერთმანეთში ათქვეფილი კვერცხი და რძე. ტაფა დააბრუნეთ ღუმელში და გააჩერეთ ის დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში 160 გრადუს ტემპერატურაზე.

დაჭრამდე ღვეზელი უნდა შეგრილდეს.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

დარიჩინიანი ფუნთუშები





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი