ტარტალეტკები ჯემით

შემადგენლობა:

მომზადება:

2 კვერცხის გული გავთქვფიოთ მიქსერით ნახევარ ჩაის ჭიქა შაქრის  ფხვნილთან ერთად. თანდათან შევათქვფიოთ 250 გრ დარბილებული კარაქი, 2ს.კ არაჟანი, სოდა ძმარი, ვანილი, დავაყაროთ 2-2.5 ჩ,ჭ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი.

ავიღოთ ალუმინის სპეციალური ფორმები, წავუსვათ რაიმე ცხიმი, ჩავდოთ ცომის პატარა გუნდები და ხელით გავაბრტყელოთ ისე, რომ ცომი ჩავიდეს ფორმების ღარებში( ცომის ფორმა არ უნდა გავავსოთ, რადგან იგი ცხობაში იმატებს). როცა გამოცხვება. შევაგრილოთ, ამოვიღოთ ნამცხვრები, გავაციოთ და მოვრთოთ ზემოდან. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ კარგათ გათქვეფილი 2 კვერცხი ცილა, რომელსაც უნდა შევათქვიფოთ 3/4 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი. უნდა მივიღოთ ბეზეს სქელი მასა. ნამცხვარს შუაგულში ამოვჭრით, ჩავდებთ ჯემს. კრემის სპეციალური ფორმით დავასხათ ბეზე. შეიძლება ეს ნამცხვარი მოვრთოთ სხვა ფერის კრემით( ნამცხვრის ირგვლივ), შუაში კი ჩავდოთ რომელიმე მურაბა ( თეთრი ბლის, გარგარის, ლეღვის და სხვა).

ტარტალეტკები ჯემით

3.3 (66.67%) 6 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ნამცხვარი ჯემით მარტივად





ამ რეცეპტს აქვს 1 კომენტარი

  1. მილენა says:

    ძალიან გემრიელი ნამცხვარია მომზადებაც ადვილია

დატოვეთ კომენტარი