შემადგენლობა:
მომზადება:
ფქვილის, სამხამებლის ,სოდის, კარაქის ,2 ს.კ შაქარის პუდრას, 1 კვერცხის და 1 მწიკვი მარილისგან მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. დაამრგვალეთ, გაახვიეთ ცელოფნის პარკში და შედეთ მაცივარში 30 წთ. ტარტალეტის ფორმებს წასუვით ცხიმი. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.ფქვილიან ზედაპირზე თხლად გააბრტყელეთ ცომი, დაჭერით საჭირო ზომის ნაჭრებად და ჩააფინეთ ფორმებში. ძირი დაჩხვლიტეთ ჩანგლით, მოჭერით ზედმეტი ცომი და აცხვეთ ღუმელში 15 წთ. გადმოიღეთ ნამცხვრები ფორმებიდან და გააგრილეთ.გარეცხეთ ცხილი. ნაღები, დარჩენილი შაქრის პუდრა და შაქრიანი ვანილი ათქქვიფეთ გამაგრებამდე. შეურიეთ ამარეტო ან რომი გემოვნებით. მიღებული მასა ჩაასხით მოსართავ პარკში, ამოავსეთ ტარტალეტები და მორთეთ.
ნუშის და ნიგვზის ორცხობილები |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი