შემადგენლობა:
მომზადება:
3 -4 ცალი მოზრდილი კარტოფილი გავფცქვნათ, გავრეცხოთ, დვჭრათ პატარა ნაჭრებად, დავასხათ წყალი და მაგრად მოვხარშოთ ( უნდა ჩაიშალოს), ხახვი და ნიორი დავჭრათ წვრილად და რომელიმე ცხიმში ( ერბო, ზეთი, კარაქი) მოვხრაკოთ , დავაყაროთ გახეხილი სტაფილო და გავაგრძელოთ მოშუშვა. შემდეგ ჩავასხათ მოხარშულ კარტოფილის წვენში და გავაგრძელოთ ხარშვა. ერთი მოზრდილი კონა ტარხუნა გავრეცხოთ და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად ( 3-4 ნაწილად), წვრილად დავჭღათ ქინძი, ოხრახუში, კამა, პიტნა და მარილთან და პილპილთან ერთად ჩავყაროთ სუპში.
ბოლოს ჩავასხათ კარგად გავთქვფიოთ კვერცხი და განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას.
ბროკოლის წვნიანი კარტოფილით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი