სუპერ ნამცხვარი ( სამარხვო)

შემადგენლობა:

 

  • ფქვილი  1.5 ჭიქა (ჭიქა=250მლ)
    კაკაო  4 ს.კ
    სოდა  1 ჩ.კ
    შაქარი  200 გ
    ზეთი  1/4 ჭიქა
    ლიმონის წვენი  1 ს.კ
    ხსნადი ყავა  1 ს.კ
    წყალი  200 გ
    ვანილი

    მომზადება:

    დიდ თასში გაცერით ფქვილი და კაკაო, დაამატეთ სოდა და მარილი. ცალკე ერთმანეთს შეურიეთ ზეთი და შაქარი, დაამატეთ წყალში გახსნილი ყავა და ლიმონის წვენი. მოურიეთ ,რომ შაქარი გადნეს, შემდეგ დაასხით ფქვილიან ნარევს.  კარგად შეურიეთ, რომ ერთგვაროვანი ცომი მიიღოთ.
    გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ფორმას წაუსვით კარაქი, გადაიტანეთ ცომი და გამოაცხეთ 40-45 წუთი.
    მზა ნამცხვარი ბოლომდე გააცივეთ. შეგიძლიათ წაუსვათ ნებისმიერი კრემი ან შოკოლადის მინანქარი ან უბრალოდ შაქრის პუდრა მოაყაროთ და ისე მიირთვათ.

სუპერ ნამცხვარი ( სამარხვო)

4.7 (93.33%) 3 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ვაშლის კექსი ქიშმიშით