მასალა:
ბეზეს ფენა:
ბეზეები:
ბისკვიტი:
კრემი 1 :
კრემი2 :
მომზადების წესი:
ბეზე:
პერგამენტის ქაღალდზე შემოვხაზოთ წრე 26 სმ.დიამეტრის. გადავიტანოთ ბეზე, გავშალოთ და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობათ 80-100გრ. ტემპერატურაზე უნდა ვაცხოთ დაახლოებით 1 საათი-1,5 საათის განმავლობაში. ეს იქნება ტორტის ძირი. გამოვაცხოთ ასევე ბეზეები ,მივცეთ მრგვალი ფორმა ,დაახლოებით 5 სმ.დიამეტრის.
ბისკვიტი:
გავთქვიფოთ კვერცხები გათეთრებამდე და ცოტცოტა ვამატოთ შაქარი,ვთქვიფოთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.ფქვილს დავამატოთ გამაფხვიერებელი და ვანილი. დავაცრათ კვერცხის მასას და დაკეცვის მეთოდით მივიყვანოთ ერთგვაროვან მასამდე.(ანუ კოვზის დაბლიდან ზემოთ ფრთხილი ამორევით). გადავიტანოთ 26-24 სმ.დიამეტრის ყალიბში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით30-35 წუთის განმავლობაში.გავაციოთ ბისკვიტი,დავჭრათ კუბიკებათ,გავშალოთ ლანგარზე და მოვასხათ სოკოლადის კრემ-მასა.
კრემი1:
შაქარი,რძე,კაკაო წამოვადუღოთ და გადმოვდგათ დავამატოთ დანარცენი ინგრიდიენტები(ნიგვზის გარდა)მივიყვანოთ ერთგვაროვან მასამდე.შევაგრილოთ და მოვასხათ ბისკვიტის მასას,მოვაყაროთ ნიგოზი.ვისაც უნდა ამოურიოს და მიიყვანოს ერთგვაროვან მასამდე,ვისაც ჭრელი ფენის მიღება სურს დატოვოს ხელუხლებელი.
კრემი2 :
კვერცხის გულებს დავამატოთ შაქარი,ფქვილი,ვანილი,რძე და ორთქლის აბაზანაზე მივიყვანოთ შესქელებამდე,ან ცეცხლზე მუდმივი მორევით სევასქელოთ(ადუღებამდე მივიყვანოთ!)გადმოვდგათ და გავაციოთ კრემი(უმჯობესია მაცივარში გავაჩეროთ 2-3 საათის განმავლობაში). გავთქვიფოთ კარაქი და ტიტო კოვზი კვერცხის კრემის მასა შევათქვიფოთ.
ტორტის აწყობა:
თეფშზე გადმოვიტანოთ ბეზეს ფენა,თხლად გადავუსვათ კრემი2. დაახლოებით 24სმ.დიამეტრის წრეზე უნდა დავალაგოთ გაჟღენთილი ბისკვიტის მასა(ცოტა დატკეპნილივით,მჭიდროთ დავალაგოთ),ზემოდან გადავუსვათ კრემი2-ის ნაწილი. მინი ბეზეების ზირზე გადავუსვატ კრემი 2 და ასე მივაწებოთ ტორტის გარშემო,მივცეთ პირამიდისებური ფორმა.ბოლოს მოვაყაროთ მოხალული ნიგოზის ნაჭრები და სოკოლადი მოვასხათ.მაცივარში 4 საათით შევდგათ ,უმჯობეზია მთელი ღამით.
შოკოლადის ლავა |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი