შემადგენლობა:
მომზადება:
უნდა ავიღოთ პრასი და ადუღებულ წყალში ჩავყაროთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავხარშოთ. ძალიან ცოტა ხანი უნდა მის მახარშვას.შემდეგ უნდა ამოვიღოთ და წყალი გადავწუროთ. ეს პრასი უნდა დავალაგოთ გრძელ თეფშზე, ე.წ თევზის თეფშზე. პარალელურად ცხარე სოუსი კეთდება. ორნაირი მდოგვი, ძლიან ცხარე და ნახევრად ტკბილი მდოგვი უნდა ავურიოთ ბევრ დანაყულ ნიორში და შევურიოთ მძაფრი ძმარი. მდოგვი ამ ძმარსად ანიორში უნდა კარგად გაიხსნას. არც თხელი უნდა იყოს ეს მასა და არც სქელი. ასევე უნდა მარილი და ცოტა შავი წიწაკა. ამ სოუსს ზევიდან მოვასხამთ პრასს, რომელიც თეფშზე დევს. ეს პრასი თავისი სოუსით უხდება ყველაფერს. მაგალითად, კარტოფილს, ხორცს და საწებელივით უნდა მოასხათ.
ბროკოლის სალათი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი