შემადგენლობა:
მომზადება:
შეურიეთ ერთმანეთში ხაჭო, რძე, ზეთი, 1მწიკვი მარილი და კვერცხი. თანდათან დაუმატეთ ფქვილში არეული ცომის საფხვიერებელი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. ფორმას წაუსვით ცხიმი. ცომი გააბრტყელეთ, მოათავსეთ ფორმაში, გაუკეთეთ 1-2 სმ სიმაღლის გვერდები და შედგით მაცივარში.სატაცური გარეცხეთ, მოაჭერით უხეში ძირები და, თუ საჭიროა, გააცალეთ კანი. სატაცურის ღეროები გაჭერით სამად და მსუბუქად მოშუშეთ ზეითუნის ზეთში.შეურიეთ ერთმანეთს არაჟანი და კვერცხი. დაუმატეთ მარილი ,პილპილი და ყველი.გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. გამოიღეთ ფორმა მაცივრიდან. ცომზე გაანაწილეთ მოშუშული სატაცური და ზემოდან არაჟნიანი მასა მოახით. აცხვეთ 35 წთ.
ბუტერბროდი ბანანით და შოკოლადით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი