სამეფო ტორტი

შემადგენლობა:

მომზადება:

  1.  125 გ შაქარი, 4კვერცხის გული და კარაქი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ნახევარი ლიმონის ცედრა, ცოტაოდენი მარილი, 2ს.კ ლიმონის წვენი და შაქრიანი ვანილი. შეურიეთ ერთმანეთში არეული ფქვილი და ცომის საფხვიერებელი. ფორმას წაუსვით ცხიმი და ჩაასხით ცომის ნახევარი. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. კვერცხის ცილა ცოტა მარილთან, 1 ჩ.კ ლიმონის წვენთან და შაქრის პუდრასთან ერთად. ათქვიფეთ გამაგრებამდე.
  2. ცომზე გაანაწილეეთ ბეზეს ნახევარი და მოაყარეთ ნუშის ნახევარი. აცხვეთ 12-15 წთ. და გააგრილეთ. დარჩენილი ცომის, ბეზესა და ნუშისგან ნამცხვრის მეორე ფენაც ზუსტად ასევე გამოაცხვეთ.
  3.  თეთრი ღვინო დარჩენილ შაქართან ერთად წამოადუღეთ. სახამებელი გახსენით ცოტაოდენ წყალში, შეურიეთ ღვინოს და ცოტა ხანს ადუღეთ. ჟელატინი დაარბილეთ ცივ წყალში და დაუამტეთ ღვინიან მასას. მიღებულ  კრემს შეურიეთ ნახევარი ლიმონის ცედრა. დარჩენილი ლიმონი გათალეთ და კანი გრძელ ნაჭრებად დაჭერით. კრემს დაუმატეთ 6-8 ს.კ ლიმონის წვენი და დადგით გრილ ადგილას.
  4. ნაღები ათქვიფეთ გამაგრებამდე და შეურიეთ აგრილებულ კრემს. კრემი წაუსვით ნამცხვრის ქვედა ფენას და ზემოდან მეორე ფენა დაადეთ. ნამცხვარი მორთეთ ლიმონის კანით და დადგით გრილ ადგილას 6 სთ.

სამეფო ტორტი

1 (20%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ორცხობილები ხაჭოთი





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი