სამარხვო ვაფლები

მასალა:

მომზადება :

ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, საფუარი, შაქარი, დარიჩინი, მარილი და კარგად მოურიეთ. ცალკე ჯამში ჩაასხით 1/2 ფორთოხლისგან გამოწურული წვენი, დაახლოებით 75 – 80 მლ და დაამატეთ ზეთი.ფქვილის ჯამის ცენტრში გააკეთეთ ღრმული და ჩაასხით ფორთოხლის და ზეთის ნარევი და კარგად მოურიეთ. თანდათან დაამატეთ წყალი (სულ დაახლოებით 400 – 420 მლ) და კარგად მოურიეთ ხელის სათქვეფით, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.გაახურეთ ვაფლის საცხობი. ქაღალდით მოუსვით ზედაპირზე ცოტა ზეთი და საცხობის ცენტრში დაასხით დაახლოებით 5 ს.კ. ცომი 16 სმ დიამეტრის საცხობზე, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც დაახურავთ თავსახურს, არ აწიოთ იგი მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში, თორემ გამოუცხობი ცომი მიეკრობა ორივე მხარეს. ვაფლის საცხობზე არის შუქის ინდიკატორი, როდესაც ჩაქრება, ვაფლი მზად არის, თუმცა გირჩევთ უფრო ხანგრძლივად გააჩეროთ, რადგან ცომში არ არის ის ინგრედიენტები (მაგ. კვერცხი, კარაქი) რაც მალე იბრაწება  ცხობის დროს, შესაბამისად ცხობისთვის მეტი დრო დაგჭირდებათ. გამომცხვარ ვაფლს მოაყარეთ ვანილიანი შაქრის პუდრა, ან მოასხით თაფლი, შეგიძლიათ მორთოთ ხილით და თხილეულით და ცხელი მიართვათ სუფრაზე.

სამარხვო ვაფლები

1 (20%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ინდური ორცხობილები





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი