რულეტი კრემით

შემადგენლობა:

კრემისთვის:

 

მომზადება:

კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ სგუშონი, ვანილი, წყალი და ავურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე, შემდეგ დავამატოთ ფქვილი – ცომი უნდა გამოვიდეს ისეთი სისქის როგორიც ალადიკების ცომია. გამოსაცხობ ფორმაზე დავდოთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ ქარაქი, დავასხათ მომზადებული ცომი, კოვზით შევასწოროთ ცომის ზედაპირი და გამოვაცხოთ 180 -200 გრადუსზე  15 წუთი. გამოცხობის შემდეგ ცოტა ვაცადოთ გაცივება და შემდეგ წავუსვათ მოხარშული კრემი, გადავახვიოთ და თავზე მოვასხათ შოკოლადის განაჩე.

 

მოხარშული კრემი:

კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ ფქვილი და კარგად ავურიოთ.

ცალკე ქვაბში ავადუღოთ რძე და შაქარი და აღნიშნული მასა დავამატოთ ფქვილიან–კვერცხიან მასას, დავდგათ გაზქურაზე და ხის ჯოხით ვურიოთ განუწყვეტლივ, მომზადებამდე. როცა მომზადდება დავამატოთ კარაქი, ვანილი და კარგად ავურიოთ.

რულეტი კრემით

4 (80%) 2 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ბანანის მაფინები ქოქოსით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი