ჟოლოს მურაბა

გთავაზობთ ჟოლოს მურაბის მომზადების მარტივ რეცეპტს!

შემადგენლობა:

მომზადება:

მურაბის ხარისხი და კარგი შედეგი ოლოს კენკრის გარეცხვის წესზეა დამოკიდებული. გარეცხეთ ფრთხილად. ინგრედიენტები ორ ნაწილად გაყავით. დიდ სამურაბე თასში ჩაყარეთ 1 კგ ჟოლო, მოაყარეთ ამდენივე შაქარი, დაასხურეთ ჭიქის მეოთხედი სპირტი, შემდეგ გაიმეორეთ პროცედურა და ინგრედიენტების მეორე ნახევარი თასში იგივე მიმდევრობით დაამატეთ. შაქარმოყრილი და სპირტმოსხმული ჟოლოს თასს გადააფაროთ ტილო და მთელი ღამით დატოვეთ. დილით დაიწყეთ ხარშვა. ხარშვისას კენკრას ნუ მოურევთ. ან ხის კოვზით ძალიან ნელა და ფრთხილად მოურიეთ. ხარშვის დროს არ დაგავიწყდეთ ქაფის მოხდა. ხარშეთ1-1,5სთ. ჯერ კიდევ ცხელი მურაბა მინის ქილებში გადაასხით, გამოჭერით ქილის სახურავების ზომისა და ფორმის ქაღალდი, სპირტში ამოაწეთ, დააფარეთ ქილას და მხოლოდ ამის მერე დაახურეთ სახურავი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

შინდის მურაბა