ჟოლოს ნამცხვარი
შემადგენლობა:
- 1 მზა შოკოლადიანი ბისკვიტი (სიმაღლე 1-1,5 სმ)
- 2 ს/კ გარგარის ან ჟოლოს ჯემი
- 500 გრ ჟოლო
- 400 გრ ნაზი ხაჭოსებრი ყველი იოგურტით
- 50 გრ შაქარი
- 1 ს/კ ჟოლოს სიროფი
- 1 პაკეტი ჟოლოს პუდინგის ფხვნილი, რომელსაც მოხარშვა არ სჭირდება
- 200 გრ ნაღები
- 1 პაკეტი ტორტის წითელი მინანქარი
- 1/4 ლ წითელი ხილის წვენი
- 2 ს/კ ქოქოსის ფანტელი
მომზადება:
- ბისკვიტი დადეთ ლანგარზე და წაუსვით ჯემი. გაარჩიეთ ჟოლო.
- აურიეთ ერთმანეთში ხაჭოსებრი ყველი, შაქარი, ჟოლოს სიროფი და პუდინგის ფხვნილი. ათქვიფეთ ნაღები გამაგრებამდე და დაუმატეთ ყველიანი მასა.
- მიღებული კრემი გაანაწილეთ ბისკვიტზე და მართეთ ჟოლოთი.
- მოამზადეთ ტორტის მინანქარი ხილის წვენით პაკეტზე მითითებული რეცეპტის მიხედვით და თანაბრად გაანაწილეთ ჟოლოზე. ნამცხვრის გვერდები მორთეთ ქოქოსის ფანტელით.
ჟოლოს ნამცხვარი
1.5 (30%) 2 vote[s]
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი