შემადგენლობა:
მომზადება:
საფუარი და მარილი გავხსნათ თბილ რძეში, დავუმატოთ შაქრისა და კვერცხის ნაზავი და კარგად ავურიოთ.
ჩავამატოთ ფქვილი, თან გამუდმებით ვურიოთ. შევურიოთ გამდნარი კარაქი და მოვზილოთ ცომი
20-25 წუთის განმავლობაში,გამზადებული ცომი დავდგათ სითბოში 1-2 საათი. როცა ცომი ამოფუვდება,
გავყოთ 5 ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ 2-3 სანტიმეტრზე. პური
გადავიტანოთ კარაქიან ქურის ტაფაზე,ნახევარი საათი ასე დავტოვოთ,გადავუსვათ კვერცხის გული
მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნუში ( შეგიძლიათ ნუში ცომის შიგნითაც უქნათ) და გამოვაცხოთ
ღუმელში 40 წუთის განმავლობაში .
აჩმა |