პურის ხარჩო

შემადგენლობა:

ქათმის ბულიონისათვის

ხარჩოსთვის

 

მომზადება:

  1. ჩამოთვლილი ინდგრედიენტები: ქათმის მკერდი და ბარკლები, სტაფილო, პრასი, ხახვი, ნიახური, მარილი, შავი პილპილი და დაფნის ფოთოლი მოზრდილ ქვაბში ჩაყარეთ, დაასხით 3 ლ წყალი და მოხარშეთ.
  2. 1,5 საათი ცეცხლზე ხარშეთ. ზედაპირზე მოგდებული ქაფი ქაფქირით მოხადეთ.
  3. მოხარშული ბულიონი გადადგით ცეცხლიდან, დააფარეთ თავსახური და აცადეთ შეგრილება. შემდეგ შედგით მაცივარში, რომ ცხიმი ადვილად მოცილდეს.
  4. ბულიონი საწურში გადაწურეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოცილდეს. ცალკე შეინახეთ.
  5. ხახვი გაფრცქვენით, ჯერ შუაზე, შემდეგ კი წვრილი ღერებად დაჭერით. პომიდორი თხელ, მრგვალ ნაჭრებად, მწვანე ბანანი კი 1 სმ სისქის რგოლებად დაჭერით.
  6. ყაბაბი გარეცხეთ და კანიანად, მრგვალ ნაჭრებად დაჭერით. 5-10 წუთის განმავლობაში ხარშეთ მარილწყალში. ცალკე გადადეთ.
  7. გაფრცქვენით კარტოფილი და რგოლებად დაჭერით. 10-15 წუთის განმავლობაში მოხარშეთ წყალში. დროებით გადადეთ.
  8. ტაფაზე გააცხელეთ ღორის ქონი და შეწითლებამდე მოშუშეთ ღერებად დაჭრილი ხახვი.
  9. ტაფა გადადგით ცეცხლიდან, თუ საჭიროა, დაამატეთ ცოტა კარაქი, შემდეგ კი იმავე ტაფაზე მოშუშეთ  დაჭრილი პომიდორი. მზად რომ იქნება, გადადგით.
  10. იმავე ტაფაზე საშუალო ცეცხლზე შეწვით ბანანი. ოქროსფრად რომ დაიბრაწება, ესე იგი, მზადაა.
  11. შემწვარი ბანანი საშრობ ქაღალდზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმისგან დაიწრიტოს.
  12. ღუმელი გაახურეთ 15-190 გრადუსზე, ფორმას წაუსვით კარაქი. დააწყვეთ დაჭრილი პურის ნაჭრების ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი გადაინახეთ.
  13. პურის ნაჭრებს ფენებად მოაყარეთ მოშუშული ხახვი, პომიდორი, ყაბაბი, ბანანი და კარტოფილი.
  14. შემდეგ ქიშმიში და ნედლი ნუში მოაყარეთ, ნაწილი კი კერძის გასაფორმებლად გადაინახეთ. ასე რამდენჯერმე მოაყარეთ პურის ნაჭრებს ფენებად ზემოხსენებული ინდგრედიენტები.
  15. ცალკე გადახული ბულიონი წამოადუღეთ, შეაზავეთ 1 სადილის კოვზი წითელი წიწაკით და სანელებლებით, დაუმატეთ მარილი და 1 სადილის კოვზი შაქარი.
  16. მიღებული ბულიონი ისე მოასხით პურის ნაჭრებს, რომ კარგად გაიჟღინთოს.
  17. კერძი ღუმელში 30 წუთით გააჩერეთ, შემდეგ გამოიღეთ, გააფორმეთ დარჩენილი ქიშმიშითა და ნედლი ნუშით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

სენდვიჩი სკუმბრიით





ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი