მასალა:
მომზადება:
პამიდორს მდუღარე წყალი დაასხით 1 წუთით გააჩერეთ და შემდეგ ცივი წყალი გადაავლეთ, კანი გააძრეთ, გამოაცალეთ თესლები და წვრილად დაკეპეთ. გაფცქვენით და წვრილად დაჭერით ერთი კბილი ნიორი. ტაფაზე გააცხელეთ 2 სადილის კოვზი ზითუნის ზეთი, დაუმატეთ დაფქული წიწაკა და დაჭრილი ნიორი. შემდეგ დაუმატეთ ანჩოუსი და ტაფაზე დაბალ ცეცხლზე შუშეთ. ფილე თანდათანოიბით ჩანგლით დასრისეთ. ზეთისხილს კურკა გამოაცალეთ და დაუმატეთ ფილეს. ხის კოვზით ნელ-ნელა ურიეთ. ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაკეპილი პამიდორი. სოუსი 20 წუთის განმავლობაში ადუღეთ, თან ურიეთ, რომ პამიდორი კარგად ჩიაშუშოს. შეკმაზეთ მარილით და ახლადდაფქული პილპილით. ბოლოს სოუსს მოაყარეთ დაფქული ოხრახუში. თავდახურულ ქვაბში წამოადუღეთ 4 ლიტრი წყალი, ჩაუმატეთ მსხვილი მარილი და ისევ დააფარეთ სახურავი. (პასტის მოსახარშად საჭიროა დიდი ქვაბი, რადგან ამ პროდუქტის ხარშვისას სივრცე სჭირდება), როცა ქვაბი ხელმეორედ წამოდუღდება ჩაყარეთ პასტა და დაახურეთ სახურავი. წამოდუღებისთანავე სახურავი მოხადეთ და პასტა პაკეყზე მითითებული დროის განმავლობაში ხარშეთ. მოხარშული პასტა საწურში გადაწურეთ. მოხარშული პასტა ტაფაზე მომზადებულ სოუსს ფრთხილად დაუმატეთ, ისე, რომ არ დაიშალოს. კიდევ ერთი წუთი შუშეთ, რომ პასტას სუნელები კარგად გაუჯდეს. პასტა სუფრაზე საწებლის თანხლებით მიიტანეთ.
პ.ს : თითოეულ თეფშს ზემოდან მოასხათ თითო სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ შავი პილპილი და სუფრაზე მაშინვე მიიტანეთ.
კვერცხიანი პური ლორით |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი