მომზადება:
დაჭერით 1 კგ რბილი ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად,დაასხით ძმრიანი წყალი, გააჩერეთ 1 სთ. ამოიღეთ
და შეურეით წვრილად დაჭრილი 2 თავი ხახვი, 4 კბილი ნიორი, წიწაკა, დაფნა, მარილი. გააჩერეთ
რამდენიმე საათი. ( შეიძლება მთელი ღამე) შეწვით ცხიმიან ტაფაში, საშუალო ცეცხლზე თავდახურულში.
შეწვით 1 კგ მრგვალად დაჭრილი, მარილმოყრილი კარტოფილი. მოშუშეთ ცხიმში 1 კგ ალყა-ალყა
დაჭრილი ხახვი. დადეთ ბრტყელი თეფშის ერთ მხარეზე ხორცი, მეორეზე კარტოფილი, თავზე
მოყარეთ ხახვი.
ღერღილის ღომი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი