შემადგენლობა:
მომზადება:
ლიმონი კარგად გარეცხეთ, გამშრალეთ, კანი გახეხეთ და დორებით დადეთ. განიერ თასში გაცერით ფქვილი, სიმინდის სახამებელი, საჭმელი სოდა და საფუარი. მეორე მინის თასში ჩადეთ კარაქი, დაუამტეთ შაქარი, ლიმონის ცედრა და კარგად ათქვიფეთ,სანამ კრემის კონსისტენციის მასას არ მიიღებთ.მომზადებულ მასას სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხის გულები. დაუმატეთ ვანილის ესენცია, კონიაკი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა გაცრილ ფქვილს შეურიეთ და ხის კოვზით კარგად მოზილეთ, სანამ ერთგვაროვან , რბილ ცომს არ მიიღებთ. მაგიდაზე მოააყრეთ სახამებელი, ცომი ზედ გადაიღეთ და ხელით გადაზილეთ. თუ ხელზე მიგეკრათ, ცოა სახამებელი კიდევ დაუმატეთ. ცომი რბილი უნდა იყოს. სახამებელი ცომის საგლინველსაც მოაყარეთ და რამდენიმე ნაწილად გაოფიფილი ცომი გააბრტეყელეთ. გაბრტყელებული ცომი ½ სისქის უნდა იყოს. მისგან მრგვალი , დაახლოებით 7 სმ დიამეტრის ( ან სურვილისამებრ) წრეები გამოჭერით. ფრთხილად გადაიტანეთ კარაქწასმულ ფურცელზე. ცომის ნარჩენები ხელახლა მოზილეთ და დაჭერით. წინასწარ გაცხელებულ ღუმელში შედგით, სანამ არ გამოშრება. გამომცხვარი ფირფიტები ძალიან ფაქიზია და ამიტომ ფრთხილად გადმოიღეთ. სათითაოდ გადმოიღეთ და მაგიდაზე ან სწორ ზედაპირზე ცალ-ცალკე დაალაგეთ. გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე. გაცივებულ ფირფიტას წასუვით მოხარშული შესქელებული რძე და ზემოდან მეოე ფირფიტა დაადეთ. მომზადებულ ალფახორებს ხელით ნაზად დააწექით და გამოსული კრემი გვერდებზე კარგად გაანაწილეთ. ლანგარზე ან თეფშზე დააყარეთ ქოქოსის ფანტელი. ალფახორები ვერტიკალურად დაიჭირეთ და ფრთხილად ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში.
ტრიუფელი |