შემადგენლობა:
მომზადება:
ორაგულს მოაცალეთ კანი და ფხა. ფილე დაჭერით წვრილ, გრძელ ნაჭრებად, მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი, პილპილი, ამოვლეთ გათქვეფილ კვერცხში და ჩააწყვეთ ცხელ ტაფაში ( ჩალაგებისას ტაფაში ცხიმი უნდა დუღდეს). ერთი მხარე რომ შეიწვება, გადააბრუნეთ და მაშინვე ჩაამატეთ სასრუველ ფორმაზე დაჭრილი, მარილმოყრილი და კვერცხში ამოვლებული პომიდვრის ნაჭრები. დააფარეთ ხუფი და დატოვეთ ცეცხლზე 5-7 წუთი. შემდეგ დაამატეთ მაიონეზში არეული გახეხილი ყველი ( შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით დაამატოთ სანელებლები), დატოვეთ ცეცხლზე ყველის დადნობამდე, გადმოიღეთ, გააფორმეთ მწვანილით ან ცივი მაიონეზით ფიგურებით.
თინუსის რულეტი |
ამ რეცეპტს აქვს 0 კომენტარი